logo
ENG



მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა

04 ივლ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 
6n8sufycfib6ja4.jpg

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ეს ინფორმაცია „ფორმულას“ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ მიაწოდა. ჩხაიძის თქმით, ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

3 წლის ბავშვი გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა